შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

STCU- ISTC მმართველი საბჭოების სხდომა

2017 წლის 6 დეკემბერს ქ. ფრანკფურტში გაიმართა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (Science Technology Center in Ukraine –STCU) მმართველი საბჭოს 45-ე სხდომა, ხოლო 7 დეკემბერს კი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (International Science Technology Center – ISTC) მმართველი საბჭოს 65-ე სხდომა. ორივე მმართველი საბჭოს სხდომაზე საქართველო წარმოდგენილი გახლდათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. STCU და ISTC სხდომებში  მონაწილეობა მიიღეს ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა (მაკო) მიქაბერიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ.

სხდომებზე განხილული იყო წლიური ISTC და STCU პროგრამული და ფინანსური ანგარიშები, საგრანტო კონკურსების და პარტნიორული პროექტების ფინანსური კონტრიბუციის საკითხები დამფინანსებელი ქვეყნების მხრიდან, ფინანსური გათვლები,  მრჩეველთა და შემფასებელ კომიტეტების 2017 წლის ანგარიშები, მიზნობრივი ინიციატივების საკითხები, ასევე 2018 წლის შეხვედრებისა და აქტივობების გეგმა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის მმართველი საბჭოს  65 სხდომაზე წარადგინა ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტრატეგია, თანადაფინანსების შესაძლებლობები და ისაუბრა სამომავლო პერსპექტივების გაფართოვებაზე.