შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

თამარ პატარიძის სემინარი „ქრისტიანული აზრის მიგრაცია“

 28 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში,  გაიმართა ონლაინ სემინარი “ქრისტიანული აზრის მიგრაცია. ქრისტიანული არაბული ლიტერატურის წარმოშობა და მისი გავრცელება ქართულ ლიტერატურაში”. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა  ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეის ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის  განყოფილების უფროსმა  ჯილიან ევისონმა.  

ამეცნიერო პროექტის ავტორის, ასი­რო­ლო­გის,  ლუ­ვე­ნის (ბელ­გია) კა­თო­ლი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ცენ­ტ­რის მკვლე­ვა­რის, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რის, თამარ  პატარიძის  კვლევა ბოდლეს ბიბლიოთეკის უორდროპის კოლექციას ეხება, რომლის უმნიშვნელოვანესი ნიმუშია წმინდა მიწაზე  იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაწერილი ხელნაწერი.   სემინარზე თამარ   პატარიძემ   ისაუბრა არაბულ- ქართულ ლიტერატურულ  კავშირებზე, უნიკალურ ხელნაწერებზე, ქრისტიანული არაბული ლიტერატურიდან ქართულად შესრულებული თარგმანების ტექსტების მნიშვნელობასა და სამეცნიერო ღირებულებაზე, დასასრულს უპასუხა სემინარის მონაწილეების კითხვებს.