შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

“თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანი“

2018 წლის 30 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი მონოგრაფიის -“თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ე. ხინთიბიძე, ხოლო ძირითადი შემსრულებლები დ. თვალთვაძე და ზ. ხინთიბიძე. პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გამოქვეყნდა 12 სამეცნიერო სტატია, წაკითხულ იქნა 8 მოხსენება სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმზე და ჩატარდა სამი პრეზენტაცია.მონოგრაფია შედგება 250-მდე კომენტარისაგან. კომენტარები გარკვეულწილად არაერთგვაროვანია. არის შედარებით მცირე ზომისა და სირთულის განმარტებები და არის ვრცელი და საკმაოდ რთული კვლევებიც განსამარტავი საკითხის სირთულიდან გამომდინარე. მონოგრაფიის ავტორი პროფესორი ე. ხინთიბიძეა, მაგრამ მონოგრაფიაში შესულია ასევე პროფესორ დ. თვალთვაძის განმარტებები ვეფხისტყაოსნის ენობრივ საკითხებთან დაკავშირებით და პროფესორ ზ. ხინთიბიძის კვლევები ვეფხისტყაოსნის მიმართების თაობაზე ანტიკურ მწერლობასთან. ყველა ამგვარ შემთხვევებში კომენტარის ბოლოს არის მითითება ავტორზე.

მონოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე