შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,თბილისის საერთაშორისო სკოლის“ მოსწავლეები რუსთაველის სამეცნიერო ფონდში

12 დეკემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს  თბილისის საერთაშორისო სკოლის   მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ.   ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიამ მოსწავლეებს გააცნო ფონდის საქმიანობა,  ესაუბრა მეცნიერების   მნიშვნელობაზე,  ურჩია,   ადრეული ასაკიდან მეტი ჩართულობა და  ინტერესი  გამოიჩინონ მეცნიერებისადმი, წარმატებები უსურვა მათ  და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა რუსთაველის  ფონდის სახელით.

თბილისის საერთაშორისო  სკოლა ახორციელებს პროექტს  ,,დაეუფლე დიდების პროფესიას“,  რომლის ფარგლებშიც    უკვე არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა; რუსთაველის სამეცნიერო ფონდს მოსწავლეები სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ეწვივნენ.  პროექტის ინიციატორია ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგი  მარიამ თოიძე.