შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ესწრებოდნენ. სტუმრებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა მასპინძლობდა.

ფესტივალის მიზანს მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში სამეცნიერო ინტერესის გაღვივება და სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენდა.

ფესტივალზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფონდის გრანტის ფარგლებში გამოცემული სამეცნიერო მონოგრაფიებით იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ღია სივრცეში მოწყობილი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების გამოფენა დაათვალიერეს. გამოფენაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტი, კოლეჯი, სკოლა და სამეცნიერო ორგანიზაცია.

ფესტივალის დასკვნით ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა.