შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ტრენინგი „EURAXESS პორტალი მკვლევრებისთვის”

24 იანვარს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში EURAXESS - საქართველოს პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე: „EURAXESS პორტალი მკვლევრებისთვის.“  ტრენინგის   თემატიკაა  EURAXESS-ის პორტალზე მკვლევრის რეგისტრაცია და ის ფართო შესაძლებლობები,  უპირატესობები, რომელიც  პორტალზე წვდომის  შედეგად ეძლევათ  მეცნიერებს.  ტრენინგში მონაწილეოდნენ უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მიერ წარდგენილი პირები, რომლებმაც მიღებული ინფორმაცია საკუთარი ინსტიტუციის აკადემიურ პერსონალს.უნდა გაუზიარონ.
ტრენინგს უძღვებოდა  ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან გაბიტაშვილი, მის მუშაობაში მონაწილეობდნენ  სამეცნიერო დეპარტამენტის წარმომადგენლები ლანა დავითულიანი და სალომე შარაშენიძე. მსგავსი შინაარსის ტრენინგები კვლავ ჩატარდება მომდევნო  კვირის განმავლობაში.