შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ტრენინგი Euraxess-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის

3-4 მარტს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა Horizon 2020-ის მიერ დაფინანსებული პროექტის Euraxess TOP IV-ის ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგი Euraxess-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგის მიზანი იყო აკადემიურ სივრცეში და მის გარეთ მკვლევართა კარიერული განვითარების პრაქტიკისა და მკვლევართა მხარდაჭერის კონკრეტული მექანიზმების გაცნობა.
ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ვორქშოპი, რომელსაც ესწრებოდნენ ავსტრიის, ჩეხეთის, გერმანიის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, ბულგარეთის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.
ტრენინგზე მიწვეულები იყვნენ Euraxess Georgia Network Startup-ის პროექტის მონაწილეები ლანა დავითულიანი და სალომე შარაშენიძე. ისინი ჩართულები იყვნენ როგორც ვორქშოპებში, ასევე დისკუსიები გამართეს მათთვის საინტერესო თემაზე, მიიღეს ინფორმაცია და მასალები ევროპელი კოლეგებისგან.
აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია საქართველოში Euraxess-ის სერვისების დანერგვისა და მკვლევართა კარიერული განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.