შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ტრენინგი ახალგაზრდა მკვლევარებთან

27 ოქტომბერს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 2019 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის, გამარჯვებული პროექტის “გარემოს გლობალური დაბინძურებისაგან დაცვისა და მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ინოვაციური ბიოაგროტექნოლოგიის შემუშავება და მართვა” ფარგლებში გაიმართა „ტრენინგი ახალგაზრდა მკვლევარებთან სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით“ .
ტრენინგს წარუძღვა პროექტის ხელმძღვანელი ნანა ბაქრაძე, მონაწილეებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს: მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და კვლევითი უნარების განვითარება (მომხსენებელი- მკვლევარი ნინო გაგელიძე); ინოვაციური სამეწარმეო საკითხები - მომხსენებელი - მკვლევარი, კერძო სექტორის წარმომადგენელი ანზორ თაგვაძე.