თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა და ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამოვლინდა ერთი გამარჯვებული პროექტი. ორი ქვეყნის სამეცნიერო ფონდის მიერ ერთობლივი შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად შეირჩა პროექტი: „გვარ დარევსკაიას ხვლიკების ბადისებრ სახეობათა შესწავლა კავკასიასა და ანატოლიაში“.
იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შესახებ.
ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის # 71 ბრძანებაში
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!