შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის (MNTC) მმართველი საბჭოს 51-ე შეხვედრა

17 ნოემბერს უკრაინაში სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრის (STCU)ორგანიზებით მოეწყო მმართველი საბჭოს 51-ე შეხვედრა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ აღნიშნულ ორგანიზაციაში შემავალი წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიენებების (ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, უზბეკეთი) სამეცნიერო  ფონდების/ცენტრების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობა და სრული მხარდაჭერა გამოხატეს სამომავლოდ ორგანიზაციის  ფუნქციონირების საკითხში.

შეხვედრაზე შეჯამებულ  და განხილულ იქნა ბოლო წლების განმავლობაში ცენტრის  მიერ გაღებული საერთო დანახარჯები  ასევე, 2019-2020 წლის ანგარიში და  წარმოდგენილი იქნა 2021 წლის ბიუჯეტი.