შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

20 მაისს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცენტრალურ ოფისში, ასოციაციის   თავმჯდომარე დავით ასათიანმა   და   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალურმა  დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ,   ასოციაციისა და ფონდის ერთობლივი ინიციატივებისა  და ღონისძიებების განხორციელების მიზნით გააფორმეს   ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის წევრები.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა  ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების  განხორციელების გზით.