შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვებინარები ჰორიზონტალური პროგრამების „ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის“ და „რისკ-ფაქტორებთან წვდომის“ ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის!

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020-ის“ პროგრამების „ინოვაციები მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის“ და „რისკ-ფაქტორებთან წვდომის“  ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელი გიწვევთ 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილ  3 ერთობლივ ვებინარზე.   

ვებინარები დანართში წარმოდგენილი Capacity Building Strategy-ის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგ გეგმის ნაწილია.

  • 1-ლი ვებინარი: InnovFin Science and InnovFin Emerging Innovator - გაიმართება 2017 წლის 17 ნოემბერს 12 საათზე ( CET), 15 საათი ქართული დროით.

აღნიშნული ვებინარის მიზანია ჰორიზონტი 2020-ის ჰორიზონტალური პროგრამის „რისკ-ფაქტორებთან წვდომა“ 2018-2020 წლების ახალი სამუშაო პროგრამის გაცნობა და ამ მიმართულების ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის ძირითადი ინფორმაციის მიწოდება.  

სარეგისტრაციო ბმული და დღის წესრიგი შეგიძლიათ იპოვოთ მოცემული ბმულის მეშვეობით:  http://www.access4smes.eu/events-single/?id=17

  • მე-2 ვებინარი: SMEs in collaborative projects - გაიმართება 2017 წლის 30 ნოემბერს 10 საათზე ( CET), 13 საათი ქართული დროით.

ვებინარზე განხილულ იქნება მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები.

სარეგისტრაციო ბმული და დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ მოცემული ბმულის მეშვეობით: http://www.access4smes.eu/events-single/?id=16

  • მე-3 ვებინარი - Business Model Development, Business Plan Developingდაგეგმილია 2017 წლის 12 დეკემბერს 11 საათზე (CET), 14 საათი ქართული დროით.

აღნიშნული ვებინარის სარეგისტრაციო ბმული და დღის წესრიგი ხელმისაწვდომი იქნება ახლო მომავალში ეროვნული საკონტაქტო პირების ვებ გვერდზე: http://www.access4smes.eu/