შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვებინარების სერია - „ჰორიზონტი 2020“-ის პროექტის „Family Shares “ფარგლებში

მიმდინარე წლის 19-20 ოქტომბერს შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი „Caliper“-ის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ვებინარის ორ სერიაში,  თემაზე: „Families_Share: ტექნოლოგიების მიერ მართული ბავშვზე ზრუნვის ინოვაციური მეთოდები“. ვებინარები ორგანიზებულია „ჰორიზონტი 2020“-ის პროექტის Family Shares ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია სოციალური ქსელისა და საინფორმაციო პლატფორმის შექმნა, რაც დაეხმარება საზოგადოებას  ბავშვებზე ზრუნვასა და  ცხოვრების ბალანსის დაცვაში.

ვებინარის პირველი სესია ეხებოდა ბავშვთა ზრუნვასთან დაკავშირებით  გენდერულად ტენდენციური შეხედულებების დაძლევას და ამ მხრივ  საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

ხოლო მეორე სესია ტექნოლოგიების და საზოგადოების მიერ ინიცირებული ბავშვთა მოვლის სერვისების შექმნის თემატიკას, რაც თანამედროვე ეპოქაში ერთგვარი დამხმარე ინსტრუმენტი გახდება ოჯახების, წყვილებისა და ინდივიდების ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბალანსებული გზით გადაწყვეტილებების მისაღებად.

ვებინარების მესამე სესია გაიმართება 27 ოქტომბერს.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.