შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვებინარი „როგორ ვიმუშაოთ Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებთან“

12 ნოემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის  თანამშრომელმა  მირანდა თედეშვილმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის    აკადემიური  პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის ჩაატარა   ვებინარი თემაზე „როგორ ვიმუშაოთ Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებთან“.

  ვებინარის თემა -   ELSEVIER-ის წამყვან საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობებზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობები,   Scopus -ის,  მსოფლიოში ციტირებისა და აბსტრაქტების საერთაშორისო ბაზით  სარგებლობის წესები და  სტატისტიკურ -ანალიტიკური  მონაცემების მოპოვების  საშუალებები, Science Direct- სამეცნიერო სტატიების, წყაროებზე  წვდომის შესაძლებლობები, Funding Institutional -ის მეშვეობით საერთაშორისო კონკურსებში  დაფინანსების მოპოვების გზები. ვებინარის დასრულების შემდეგ  რუსთაველის ფონდის  წარმომადგენელმა  უპასუხა დასმულ კითხვებს.  

2019 წელს,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით  Elsevier-ის კონსორციუმის წევრთა რაოდენობა 21- დან  55 -მდე  გაიზარდა.