შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2016

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროგრამის  „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2016-ის“ გამარჯვებული პროექტის "თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანის" ოფიცილაური გახნსა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა .

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ბატონმა ელგუჯა ხინთიბიძე მსმენელთა შერჩეული ჯგუფს გააცნო პროგრამა და მოსწავლეები გაემგზავრნენ მისაქციელში "სასტუმრო კაპილონში" ათდღიანი ინტენსიური საგანმანათლებლო კურსის გასავლელად. სალექციო კურსებს გაუძღვებიან სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის, იაპონელი ქართველოლოგი და ტოკიოს უნივერსიტეტის თანამშრომელი - იასუჰირო კოჯიმა, ასევე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი: ლევან გიგინეიშვილი და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: რისმაგ გორდეზიანი, დარეჯან თვალთვაძე, ელგუჯა ხინთიბიძე, თამარ პაიჭაძე, დამანა მელიქიშვილი, ქეთევან სიხარულიძე, გიორგი ოთხმეზური, ზაზა ხინთიბიძე, ქეთევან ხუციშვილი.  29 თებერვალს გაიმართება პროექტ "თანამედროვე რუსთველოლოგიური კვლევებით კომენტირებული ვეფხისტყაოსანის" საზეიმო დახურვა, სადაც დაჯილდოვდებიან პროექტის მონაწილე ახალგაზრდები.

„ზამთრის ქართველოლოგიური სკოლის" მიზანია მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდა კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა-პოპულარიზაცია და სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება. პროექტი კონცენტრირებულია მსმენელთა მოზიდვაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.