შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2020

პროექტ ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2020-ის, რომელიც წელს განხორციელდა „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და თსუ სტუდენტური პროექტების გრანტის დაფინანსებით, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 2 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 202-ე აუდიტორიაში. მისასალმებელია, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არაერთგზის ყოფილა ფინანსური მხარდამჭერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიური სკოლის ფონდის მიერ ჩატარებული „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური“ და „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლებისა“. მათ შორის ორი „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლის“ და შვიდიც - „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლისა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე, დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა ხინთიბიძე, უნივერსიტეტის ლექტორი მერაბ ღაღანიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ახალგაზრდა მეცნიერები, სტუდენტები და მოსწავლეები.

ფონდის გენერალური დირექტორმა ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ  დასახელებული სკოლები ემსახურება ქართველოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი კადრის მოზიდვას, მათი ცოდნის გღრმავებას, უახლესი ქართველოლოგიური სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის სტრატეგიათა გაცნობას.

ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის შედეგები, გაიმართა მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორები კი „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციამ“ დააჯილდოვა ცნობილი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.