შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსზე

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსზე.

პროექტი ემსახურება სამეცნიერო კვლევების მიმართ დაინტერესების გაზრდას და კვლევითი პროცესის განსხვავებული კუთხით აღწერას.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის პროექტით დაფინანსებულ მეცნიერებსა და მკვლევრებს, რომელთაც სურთ გაუზიარონ კოლეგებს თავიანთი სამუშაო პროცესი ორიგინალური ფორმატით.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ინსტაგრამის მომხარებლებისათვის.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  • თქვენს ინსტაგრამის პროფილზე ატვირთოთ თქვენი კვლევითი პროცესის ამსახველი ფოტოსურათი;
  • აღწერაში მიუთითოთ კვლევითი პროექტის მოკლე აღწერა, პროექტის აკრონიმი და პირადი ნომერი;

აუცილებელია სურათზე მონიშნოთ @europeancommission და გამოიყენოთ #investeuresearch ბმული.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის ბმული.