შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2019 წლის პროგრამა და ცვლილებები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2019 წლის სამუშაო პროგრამისა და მასში განხორციელებულ ცვლილებების შესახებ. სამუშაო პროგრამა მუშავდება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ და მას ამტკიცებს ევროპული კომისია.

2019 წლის პროგრამის დამტკიცება დაგეგმილი იყო ივლისის თვეში, რაც შეიცვალა და აღნიშნული საგრანტო სქემის განხორციელდება ამ ეტაპზე დაგეგმილია სექტემბრის თვეში.

პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე ცვლილებას, მაგალითად: Starting Grant 2019 გამოცხადდება ივლისის ნაცვლად, პროგრამის დამტკიცების შემდგომ. გარდა ამისა კონკურსი ღია იქნება უფრო მოკლე პერიოდის განმავლობაში, ვიდრე გასულ წელს და განაცხადების მიღების ბოლო დღედ, ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია 2018 წლის 17 ოქტომბერს.

Synergy Grant 2019 – გამოცხადება დაგეგმილი იყო იყო 2018 წლის ივლისის თვეში და  გადაინაცვლა პროგრამის დამტკიცების შემდგომი პერიოდისთვის. აღნიშნული კონკურსი მოკლე პერიოდში იქნება ღია, გასულ წელთან შედარებით და განაცხადების მიღების ბოლო დ ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია 2018 წლის 8 ნოემბერი.

 

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2019 წლის სამუშაო პროგრამა შემუშავებულია სამეცნიერო საბჭოს მიერ, და საჭიროებს დამტკიცებას ევროკომისიის მხრიდან.

2019 წლის პროგრამა გასული წლის პროგრამის მსგავსია, თუმცა სამეცნიერო საბჭოს მიერ მასში მცირედი ცვლილებები იქნა განხორციელებული.

აღნიშნული ცვლილებების სანახავად გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი.