ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა (ITEC)
ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (ITEC) შესახებ, რომლის ფარგლებში, 2018-2019 წლებში, იგეგმება სასწავლო კურსების ჩატარება ინდოეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული პროგრამა მოიცავს 80-მდე ინსტიტუტის 250-მდე მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან სასწავლო კურსს 25 დისციპლინაში: სოფლის მეურნეობა, საბანკო საქმე, ფინანსები, განათლება, ინჟინერია და ტექნოლოგიები და ა.შ.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს სხვადასხვა უწყებებისთვის გამოყოფილია 30 ადგილი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 25-დან 45 წლამდე დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და არ გააჩნიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კანდიდატის დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულად. განიხილება მხოლოდ იმ კანდიდატთა განაცხადები, რომლებიც დარეგისტრირდებიან შესაბამისი კურსის დაწყებამდე 3 თვით ადრე. სასწავლო კურსები სრულად ფინანსდება ინდოეთის მთავრობის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.