შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

Innovative Medicines Initiative საგრანტო კონკურსი

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Innovative Medicines Initiative (IMI) მიერ გამოცხადებული კონკურსის შესახებ. კონკურსი ღიაა სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებისთვის და ითვალისწინებს ინოვაციური საპროექტო იდეების დაფინანსებას. 

innovative medicines initiative წარმოადგენს ევროკავშირის პარტნიორ ორგანიზაციას, მისი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 3.27 მილიარდი ევროს, (2014-2020 წლებისათვის). 2018 წლის საგრანტო კონკურსი კი ითვალისწინებს მედიცინის სფეროში ინოვაციური კვლევების დაფინანსებას, რომელიც ხელს შეუწყობს მედიცინის სამომავლო განვითარებას.

მონაწილეობის მსურველებმა მოკლე საპროექტო წინადადება უნდა წარადგინონ 2018 წლის 24 ოქტომბრამდე.

სარეგისტრაციო ბმულების, კონკურსის ფარგლებში ჩასატარებელი ვებინარების და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი.