ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ინოვაციური მედიცინის ინიციატივის (IMI) კონკურსის შესახებ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ინოვაციური მედიცინის ინიციატივა 2-ის (IMI), 2018 წლის რიგით 14-ე საგრანტო კონკურსის შესახებ.
IMI წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპული ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთობლივ პროექტს, რომელიც ემსახურება სამედიცინო დახმარებასა და პროცედურებზე წვდომის განვითარებას, განსაკუთრებით იმ რეგიონებში სადაც პაციენტები ვერ იღებენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას. IMI-ს მეორე ფაზის (IMI2, 2014-2020) მიზანია ისეთი თანამედროვე ვაქცინების, წამლებისა და თერაპიების განვითარება, როგორიცაა ანტიბიოტიკები. პროგრამა ფოკუსირებულია ხანშიშესული ადამიანების მზარდი რაოდენობის, უკეთესი და ეფექტური წამლებითა და პროცედურებით უზრუნველყოფაზე.
კონკრეტულად ინიციატივა მიზნად ისახავს მედიკამენტთა განვითარების პროცესის გაუმჯობესებას, მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული დიაგნოსტიკური და სამკურნალო ბიო-მარკერების განვითარებას, რომლებიც დაკავშირებულია კლინიკურ დაავადებებთან.
საკონკურსო თემები მოიცავს სამედიცინო დარგის შემდეგ საკითხებს:
Topic 1: Targeted immune intervention for the management of non-response and relapse;
Topic 2: Non-invasive clinical molecular imaging of immune cells;
Topic 4: Centre of excellence – remote decentralised clinical trials;
- კონკურსზე განაცხადების წარდგენა შესაძლებელია „ჰორიზონტი 2020“-ის მონაწილეთა პორტალის მეშვეობით.
- პროექტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 14 ივნისი, 20:00 (1 ეტაპი);
- პროექტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 11 დეკემბერი (2 ეტაპი).
- იხილეთ კონკურსის დეტალები და განაცხადის ფორმები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს.