შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის საკითხებზე

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საზაფხულო სკოლის შესახებ, რომელიც ჩატარდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით (ICMPD) აზერბაიჯანში,  კახში.

პროექტი ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის ფარგლებში, „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ – ENIGMMA 2 და  „აზერბაიჯანთან „პარტნიორობა მობილობისთვის“ განხორციელების მხარდაჭერა“ – MOBILAZE.

საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს საქართველოში, აზერბაიჯანში, ევროკავშირსა და მსოფლიოში მიგრაციის მდგომარეობასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას. პროექტი მონაწილეებს სთავაზობს მულტი დისციპლინურ, ინოვაციურ, აკადემიურ და კვლევაზე ორიენტირებულ ლექციებს, სემინარებსა და პროექტებს, რომლებსაც ჩაატარებენ აკადემიური წრის საერთაშორისო ექსპერტები ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

საზაფხულო სკოლა ინგლისურ ენაზე წარიმართება, შესაბამისად სავალდებულოა ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ იხილეთ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.

საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა: 1-7 ივლისი

შევსებული აპლიკაცია, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად (CV ინგლისურ ენაზე), შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: summer-school@icmpd.org.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.