შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს(ERC) საგრანტო კონკურსი - Advanced Grant 2018

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვროპული კვლევების საბჭოს (ERC)  2018 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ Advanced Grants.

კონკურსი გამოცხადდა მიმდინარე წლის 17 ივლისს და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 30 აგვისტო.

ევროპული კვლევების საბჭოს გრანტები ხელს უწყობს წამყვან მეცნიერებს და მკვლევრებს,  ჩაატარონ უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევა. გრანტის ოდენობა შეადგენს 2.5 მილიონ ევროს 5 წლის განმავლობაში.

კონკურსი ღიაა ყველა სამეცნიერო მიმართულებისთვის და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე წამყვან მეცნიერებს, რომლებთაც აქვთ გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის მინიმუმ 10 წლიანი კარიერა. წამყვანი ორგანიზაცია (Host Institution) დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ -ის მონაწილეთა პორტალზე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდზე.