შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის დაგეგმილი ტრენინგის შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგის შესახებ, რომელიც გაიმართება ათენში, საბერნეთში მიმდინარე წლის 21 ივნისს. ღონისძიების თანაორგანიზატორია ინოვაციებისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი (EIT), რომელიც 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ინოვაციისა და მეწარმეობის ხელშეწყობა ევროპის მასშტაბით.

ტრენინგი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ, მასში მონაწილეობა შეუძლია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საერთაშორისო მასშტაბით, რომელთაც სურთ ინოვაციური მიდგომებისა და დიზაინის შესახებ ინფორმაციის მიღება. ტრენინგი, აღნიშნული მიმართულებით,  მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • სტრატეგიული დიზაინის უპირატესობები მცირე და საშუალო წარმოებაში;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქციის დიზაინის წარმოება;
  • ინოვაციური დიზაინის მაგალითები;
  • გუნდური მუშაობა - დიზაინი და სტრატეგიული დაგეგმვა მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის.

ტრენინგ კურსი გამართება ათენში, ათენის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში და მას გაუძღვებიან მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები.

ტრენინგ კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი.