შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოცხადდა UNESCO-ს კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას UNESCO-ს მიერ გამოაცხადებული კონკურსის შესახებ, რომელიც ბაჰრეინის სამეფოს მიერაა დაფინანსებული "UNESCO King Hamad Bin Isa Al-khalifa" პრიზის მოსაპოვებლად, განათლებაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებისათვის.  

2018 წელს, პრიზი გადაეცემა იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყონ განათლება მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

თითოეულ გამარჯვებულს პრიზის სახით გადაეცემა 25 000 აშშ დოლარი იუნესკოს სათაო ოფისში პარიზში დაჯილდოების ცერემონიალზე. კონკურსში მონაწილეობისათვის, ინდივიდებმა, ინსტიტუციებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დაასახელონ კანდიდატურები თავიანთი ქვეყნის იუნესკოს ეროვნულ კომისიასა (საქართველოს შემთხვევაში-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო) და/ან იუნესკოს ოფიციალურ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებში. 

თითოეულ ქვეყანას შეუძლია მაქსიმუმ სამი კანდიდატურის წარდგენა. ნომინანტების წარდგენა ხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კანცელარიაში კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 ოქტომბერი.