შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

“CAPTAIN: Science is the Captain” - „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“

 

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წარდგენილი და გამარჯვებული პროექტია “CAPTAIN: Science is the Captain”.

„ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.

პროექტის მიზანი: წარმოაჩინოს კვლევის მრავალფეროვნება და მეცნიერების კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან; პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით.

პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 ივლისი 2021 წლის 31 მაისი

პროექტის სრული ბიუჯეტი: 197 500 ევრო

პროექტის აქტივობები: საქართველოს 6 ქალაქში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რომლებიც სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და, რაც მთავარია, შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გულისხმობს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მულტიდისციპლინური და მრავალდარგობრივია, მოიცავს როგორც სამეცნიერო და ინოვაციურ, ისე მუზეუმების, არქეოლოგიის, ასტრონომიის, მეღვინეობის, საკვებ-ტექნოლოგიების, ფეხბურთის, მწერლობისა და ისტორიის საკითხებს. განხორციელების პროცესში კი ჩართული იქნებიან მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები, ათობით ინსტიტუცია (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, სკოლები, მწერალთა სახლი, ფეხბურთის ფედერაცია და ა.შ.).

პროექტის კონსორციუმი:

პროექტის კოორდინატორი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი