Caliper – კვლევისა და ინოვაციის დაკავშირება გენდერული თანასწორობისათვის
პროექტის ხედვა: Caliper-ი გახლავთ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა HORIZON 2020-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით, კვლევების განმახორციელებელი 7 ორგანიზაციისა და კვლევების დამაფინანსებელი 2 ორგანიზაციის მიერ გენდერული თანასწორობის გეგმის შექმნას, განხორციელებასა და შეფასებას.
პროექტის მიზანი: Caliper-ში ჩართული პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციების სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება კვლევებისა და ლოკალური ინოვაციური ეკოსისტემის მჭირდო კავშირის შექმნის გზით.
პროექტის ხანგრძლივობა: 2020 წლის 1 იანვარი 2024 წლის 31 დეკემბერი
პროექტის სრული ბიუჯეტი: 2 896 475.00 ევრო
პროექტის კონსორციუმი:
- პროექტის კოორდინატორი: VILABS OE, სალონიკი, საბერძნეთი
პროექტის მონაწილე ინსტიტუციები:
- SMART VENICE SRL - ვენეცია, იტალია;
- ზაგრების უნივერსიტეტი, ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი - ზაგრები, ხორვატია;
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი - თბილისი, საქართველო;
- სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბრატისლავაში –ბრატისლავა, სლოვაკეთი;
- FOERDERVEREIN ევროპის ახალგაზრდული აკადემია - ჰაიდელბერგი, გერმანია;
- ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი - ბრიუსელი, ბელგია;
- ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი - ათენი, საბერძნეთი;
- ბარსელონის ბიომედიცინის კვლევის ინსტიტუტი - ბარსელონა, ესპანეთი;
- რუმინეთის უმაღლესი განათლების, კვლევის, განვითარების და ინოვაციების აღმასრულებელი სააგენტო - ბუქარესტი, რუმინეთი;
- იასარის უნივერსიტეტი - იზმირი, თურქეთი;
- სალენტოს უნივერსიტეტი - ლეჩე, იტალია.