ევროპული კვლევების საბჭო (ERC) Synergy Grant
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული კონკურსების Synergy Grant 2020 - ის შესახებ.
ERC Synergy Grants - გრანტები კვლევის ხელმძღვანელებისთვის (მაქს. რაოდენობა 4 ხელმძღვანელი), ერთობლივი სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად (ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით). განაცხადები მიიღება, როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე ასოცირებული ქვეყნებიდან.
- გრანტის ოდენობა - 10 მილიონ ევრომდე
- პროექტის ხანგრძლივობა - 6 წელი
- ERC Synergy Grant 2020 - აპლიკაციისბოლო ვადაა 2019 წლის 5 ნოემბერი.
პროგრამაზე განაცხადი და რეგისტრაცია შესაძლებელია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მონაწილეთა პორტალის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებგვერდს.