შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ავსტრიული ორგანიზაცია SYNYO GmbH-თან თანამშრომლობის შესახებ

ავსტრიული ორგანიზაცია SYNYO GmbH, იწვევს მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციებს პარტნიორობისათვის.   SYNYO GmbH არის დამოუკიდებელი კვლევების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიის კერა, რომელიც ავითარებს და ნერგავს ახალ სტანდარტებს თანამედროვე საზოგადოებრივი და ბიზნეს გამოწვევების დასაძლევად. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებს საშუალება აქვთ, იმუშაონ საზოგადოებრივი  პრობლემების დაძლევაზე და საფუძველი დაუდონ ინოვაციურ მიდგომებს. ორგანიზაციის ინტერდისციპლინარული გუნდი მუშაობს სისტემური დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემთა ბაზების ანალიზისა და სხვა მიმართულებებით.

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციასა და მასთან პარტნიორობის პროგრამების შესახებ იხილეთ ლინკზე: 

http://www.synyo.com/downloads/SYNYO.Corporate.Profile.pdf