შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს “ჰორიზონტი 2020“-ის პროექტში CALIPER
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებული პროექტის „CALIPER“ ბენეფიციარია. პროექტი გრძელდება ოთხი (2020 - 2024) წლის განმავლობაში და მიზნად ისახავს სამხრეთ და ცენტრალური ევროპის, ბალკანეთის და ბალტიისპირეთის რეგიონების კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციებში (RPO) და კვლევის დამფინანსებელ ორგანიზაციებში (RFO) გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, ქალი მკვლევრების რაოდენობის ზრდას STEM-მიმართულებებში, მათი კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესებას და გენდერული განზომილების ინტეგრირებას კვლევაში, ასევე STEM კვლევითი ინფრასტრუქტურის მრავალფეროვანი ლანდშაფტის შემუშავებას სხვადასხვა კულტურულ გარემოში.
RPO-ებისა და RFO-ს გარდა, პროექტის კონსორციუმში მენეჯმენტის, სამეცნიერო დახმარების, შეფასებისა და გავრცელების ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელშეწყობის მიზნით შედიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და პანევროპული პროფესიონალური ასოციაცია.
პროექტის ფარგლებში მხარეებს შორის კვლევით - საგანმანათლებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით განხორციელდება როგორც შიდა ინსტიტუციური შეფასებება, ასევე გენდერული თანასწორობის გეგმის (GEP) ჩამოყალიბება, რაც დადებითად აისახება STEM - ში სამეცნიერო კვლევით შედეგებზე შეიქმნება კვლევისა და ინოვაციის ჰაბები.
ინტერსექტორული მიდგომით, პროექტი ფიკუსირებულია გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული უთანასწორობის კავშირი სხვა სახის დისკრიმინაციულ ფორმებთან და აშ.
CALIPER - ის ფარგლებში, ფონდი, როგორც პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის წევრი ხელს შეუწყობს მიზნობრივ შიდა პროცედურების განხორციელებას, რომლებიც წაახალისებს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებას და შესაბამის სტრუქტურულ ცვლილებებს. ორგანიზაციის მასშტაბით შეფასდება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და შემუშავდება გენდერული თანასწორობის გეგმა (GEP), რათა განისაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები ქალი მკვლევრების როლის გაძლიერების მიმართულებით.
კვლევაში გენდერული თანასწორობის, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევის ფონზე, ფონდი უზრუნველყოფს მიზნობრივი პოლიტიკის შესაბამის ადმინისტრაციულ დონეზე გატარებას, რათა ამ მიმართულებით ხელი შეეწყოს ქვეყნის სამეცნიერო სივრცეში ინოვაციური მიდგომებისა პოლიტიკის განხორციელებას გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მიმართულებით.
CALIPER უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მომუშავე, STEM-ის მიმართულებით კვლევასა და კერძო სექტორში ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას. პროექტი ითვალისწინებს, როგორც კვლევითი ინსტიტუციების შიდა გარემოს, ისე პროექტში ჩართულ ქვეყნებში არსებული კვლევითი ეკოსისტემის განვითარებას გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის გაზრდის მიმართულებით.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის CALIPER პროექტში მონაწილეობით მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით, პროექტი ითვალისწინებს ქალ მკვლევართა კარიერული წინსვლის პერსპექტივის, STEM სექტორში ახალგაზრდა ქალ მკვლევართა ჩართულობისა და კვლევისა და ინოვაციის სფეროში გენდერის საკითხის ხელშეწყობას, რაც სრულიად ესადაგება ევროპული კვლევითი სივრცის (ERA) მიზნებს.
Email: info@caliper-project.eu
ვებგვერდი: https://caliper-project.eu/
Twitter: https://twitter.com/CaliperEu
Facebook: https://www.facebook.com/CaliperEU/
LinkedIn: https://www.linkedin.com/company/caliper-eu