შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

„ახალი მეთოდიკით აგებული მსოლიო დონის 3D სტერეოსკოპული კონკურენტ უნარიანი აგრეგატის შექმნა"

 2014 წლისგამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით : “GS-3D”  სტერეოსკოპიაში  ინოვაციური  მეთოდოლოგიის  საფუძველზე  აგებული GS-150-3D მოწყობილობა"

  • პროექტის ხელმძღვანელი;

          გივი ლოლაძე   სტუ  ასოც. პროფესორი, დოქტორი 

  • ძირითადი პერსონალი;

          ზაზა ლომიძე     საუნივერსიტეტო ცენტრი „3D სტერეოსკოპული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი“-ის  ხელმძღვანელი

ახალი ხედვა სტერეოსკოპიაში, 3დ-ში ეს არის ქართული სტერეოსკოპია „GS 3D“ რომელიც, მოახდენს რევოლუციას მსოფლიოში, 3დ-სტერეო ტექნოლოგიებში.

ჩვენ მიერ შექმნილი სტერეოსკოპული გამოსახულებების მიზანი არის არამარტო იმის დანახვა ადამიანის მხრიდან ეკრანის სიბრტყეზე, რასაც ის ბუნებრივად ხედავს, არამედ იმისაც, რასაც ის ბუნებრივად ვერ ხედავს, ანუ ადამიანს საშუალება უნდა მივცეთ დაინახოს სტერეოსკოპიაში, ე.ი. მოცულობაში – საგნებს შორის მანძილები გაცილებით უფრო დიდ მანძილებზე, მოცემული ეკრანის სიბრტყეზე. აქედან გამომდინარე,  ჩვენ დავისახეთ მიზნად შეგვექმნა ისეთი აგრეგატი (Rig) , რომელიც უზრუნველყოფდა სტერეოსკოპულ სხვადასხვა დიაპაზონების ცვლილების საშუალებას რეალურ დროში ობიექტების გადაღების დროს.

სტერეოსკოპული გამოსახულებები ამ მეთოდოკის მიხედვით გადადის სხვებისგან განსხვავებულ სხვა 3დ სივრცეში, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს დაინახოს სტერეოსკოპული გამოსახულებები სატელევიზიო ან კინოეკრანზე ისეთი ხედვით, რომელიც მაყურებელს (ადამიანს) არ შეუძლია დაინახოს მსოფლიოში აპრობირებული ჩვეულებრივი 3დ გადაღებების დროს.

ასეთი მეთოდოლოგია – თანამედროვე ხედვით ხელს შეუწყობს 3დ ტელეარხების განვითარებას როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ვინაიდან აქამდე ცნობილი 3დ მეთოდოლოგია  გამოირჩევა  მისი  სიძვირით  და  არასრული  სტერეოსკოპული გამოსახულებების მიღებით.

ჩვენ მიერ შექმნილი ახალი ხედვის მეთოდოლოგია  და ამისათვის შექმნილი GS-150-3D აგრეგატი, როგორც აღვნიშნეთ განავითარებს და წინ წასწევს კინოინდუსტრიას, მისცემს მას საშუალებას საქართველოში გადაღებული ფილმებით მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოში ცნობილ 3დ კინოფესტივალებზე და ამით ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას.  

 სტერეოსკოპული მოწყობილობა  აადვილებს 3დ სტერეოსკოპულ ვიდეო გადაღებებს, მოხმარებაში არის მარტივი, ამცირებს გადაღების თვით ღირებულებას და აძლევს საშუალებას რომ, მომხმარებელმა 3დ ტელევიზორში დაინახოს მოცულობითი გამოსახულება, რასაც ის ბუნებრივად ხედავს, არამედ იმისაც, რასაც ის ბუნებრივად ვერ ხედავს, ანუ ადამიანს საშუალება აქვს დაინახოს სტერეოსკოპიაში,  ე.ი. მოცულობაში - საგნებს შორის მანძილები გაცილებით უფრო დიდ მანძილებზე.  აქედან გამომდინარე, ჩვენ დავისახეთ მიზნად შეგვექმნა ისეთი აგრეგატი (Rig), რომელიც უზრუნველყოფდა სტერეოსკოპულ სხვადასხვა დიაპაზონების ცვლილების საშუალებას რეალურ დროში - ობიექტების გადაღების დროს და შეამცირებდა გადაღების, ტრანსლეაციის  წარმოების   თვითღირებულებას.

ჩვენს მიერ გამოგანებული მეთოდოლოგიით და მასთან დაკავშირებული მოწყობილობის საშუალებით, შეგვიძლია გადავიღოთ 3დ სტერეოსკოპული ვიდეო ან ფოტო, სადაც ბევრად უკეთესად და სრულყოფილად აღიქმნება მოცულობითი გამოსახულება ეკრანის სიბრტყეზე, (ვიდეო რგოლში ნაჩვენებია ქალაქის და ლანშაფტების  „GS 3D“ ვიდეო გამოსახულებები, სადაც თქვენ შესძლებთ დაინახოთ მოცულობა, განანსხვავოდ საგნებს შორის მანძილები რომლებიც დაშორებული არიან ადამიანის თვალიდან 10-მეტრიდან 1200-მეტრამდე, ეს სრულებით ახალი დაუვიწყარი სასიამოვნო დასანახია და ახალ სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ GS 3D-ზე,  3დ ვიდეოს ნახვა 3დ სმარტ ტელევიზორში, ნახავთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=bB7Id0iZoDw  , ხოლო ჩვეულებრივ ტელევიზორებში სადაც გამოიყენება წითელი-ლერჯი ანუ ანაგლიფური სათვალე, ნახავთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=i9z7ugNOHxI  )  ვიდრე უცხოელების მიერ გადაღებულ 3დ ვიდეო თუ ფოტო  მასალებში.  

მოწყობილობის სამუშაოდ  გამზადაბა და დარეგულირება (დარეგულირებაში იგულისხმება მარცხენა და მარჯვენა ვიდეო გამოსახულებების ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების თანხვედრა) შესაძლებელია 5 წთ-ში,   ( მასალა იხილედ აქ:    https://www.youtube.com/watch?v=J7Kg-aRQATg      )     მასზე სამუშაოდ საჭიროა ერთი  3D ოპერატორი, რომელიც მთლიანად აკონტროლებს GS 3D ვიდეო გადაღებას, მისი მეშვეობით ვარეგულირებთ სტერეო  ბაზას და კონვერგენციას,  ერთდროულად  და ასევე  ერთმანეთისაგან დამოუკიდებლადაც, ისე როგორც მოითხოვს GS 3D მეთოდოლოგია გადაღების მსვლელობის დროს.  მოწყობილობა უნივერსალურია და მასზე შეიძლება დავამაგროთ ყველანაირი 7 კილოგრამამდე ვიდეო კამერები.  მოძრავი ორი პლათფორმა იმართება ელექტრონულად, დისტანციური პულტით რომელიც, დამაგრებულია შტატივზე.                                                         

სპეციფიკაცია:  სტერეო ბაზა;     65 მმ-დან  465 მმ-დე ფარგლებში.

                     კონვერგენცია;       00-დან   300-მდე    ფარგლებში

                     ელ. ენერგიის მოხმარება;    „+“-„  12 ვოლტი,  0,6 ამპერი

                    ზომები:     სიგრძე- 612 მმ,   სიგანე- 200 მმ,    წონა- 6 კგ