„ახალი ტექსტოლოგიური კვლევები და გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე (ორენოვანი გამოცემა) პრეზენტაცია
23 ივნისს, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალი ტექსტოლოგიური კვლევები და გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე (ორენოვანი გამოცემა)“ (N FR-18-5776) სამწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში და პროექტის ფარგლებში მომზადებული წიგნების პრეზენტაცია:
1. ,,კვლევები გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის’’.
2. ,გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე ქართულ და ინგლისურ ენებზე (ელექტრონული წიგნი).