შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

„ახლო ინფრაწითელ გამოსხივებაზე დაფუძნებული ახალი სამედიცინო მოწყობილობა პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტირებისთვის“

2014 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით:  „ახლო ინფრაწითელ გამოსხივებაზე დაფუძნებული ახალი სამედიცინო მოწყობილობა პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე ვიზუალიზაციისა და დიაგნოსტირებისთვის“.

პროექტის ხელმძღვანელი: ბიოლ. მეცნ. დოქტორი, ბესარიონ ფარცვანია.

პროექტის ძირითადი პერსონალი:

  1. ალექსანდრე ხუსკივაძე   მედიცინის დოქტორი, უროლოგი, ქირურგი. ასრულებდა პაციენტების დიანოსტირებას და ქირურგიულ ოპერაციებს.
  2. ომარი ცინცაძე, მედიცინის დოქტორი, ჰისტო მორფოლოგი . ასრულებდა პროსტატების ჰისტო მორფოლოგიურ კვლევებს.
  3. ლევან შოშიაშვილი , ფიზ.მათ მეცნ დოქტორი - შექმნა ახალი სამედიცინო მოწყობილობის კომპიუტერული პროგრამა.
  4. თამაზ სულაბერიძე, ფიზ.მათ მეცნ დოქტორი - ასრულებდა მიღებულ მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებას.
  5. ქეთევან ჩუბინიძე- -მკვლევარი დოქტორანტი, ასრულებდა პროსტატების ოპტიკურ გამოკვლევებს.
  6. ნინო ფონჯავიძე, -მკვლევარი დოქტორანტი, მონაწილეობდა ახალი ხელსაწყოს დამუშავებასა და შექნაში.

მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა დიაგნოსტირებაში, პროსტატის კიბოსაგან გამოწვეულ სიკვდილიანობას მეორე ადგილი უკავის მსოფლიოში ფილტვების კიბოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემდეგ.  ამის მიზი იმაში მდგომარეობს, რომ დიაგნოსტიკის არსებული მეთოდებით უაღრესად ძნელია კიბოს აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე.  ამ გარემოებიდან გამომდინარე, გაგვიჩნდა მოტივაცია  რათა შეგვექმნა ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა პროსტატის ვიზუალიზაცია და შესაბამისად შესაძლებელი გამხდარიყო ჯანმრთელი და კიბოვანი ქსოვილების გარჩევა. ამ მიზნის მისაღწევად ექსპერიმენტები ტარდებოდა იზოლირებულ პროსტატებზე, რომლებიც მიიღებოდა ქირურგიული ოპერაციების (ე.წ. რადიკალური პროსტატექტომია) შედეგად. ექსპერიმენტებში გამოიყენებოდა ადამიანის თვალისათვის უხილავი ინფრაწითელი სხივები. ეს სხივები, ხილილი სინათლისაგან განსხვავებით, განჭოლავს ბიოლოგიურ ქსოვილებს და მათ შორის პროსტატასაც. 

ჩვენს დავამუშავეთ და შევქმენით მოწყობილობა პროსტატის კიბოს ვიზუალიზაციისა და დაიგნოსტიკისათვის. ხელსაწყო შედგება ორი ნაწილისაგან; ერთერთი მათგანია ინფრაწითელი სხივების წყარო, რომელიც ურეთრალური არხის საშუალებით მოთავსდება პროსტატის შუაში და გაანათებს მას ინფრაწითელი სხივებით.

მეორე, ძირითადი, ნაწილი წარომადგენს ინფრაწითელი სხივების მადეტექტირებელ მოწყობილობას და იგი მოთავსდება პაციენტის რექტუმში პროსტატის ზედაპირთან.   ინფრაწითელი სხივების წყაროდან გამოსული გამოსხივება  პროსტატის  გავლით ხვდება   ამ ხელსაწყოში, რომელიც თავის მხრივ მიერთებული კომპიუტერთან.

ჩვენს მიერ დამუშავებული კომპიუტერული პროგრამა მიღებულ პროსტატის ინფრაწითელ გამოსახულებას გარდაქმნის ხილულ გამოსახულებად და კომპიუტერის მონიტორზე  კიბოვანი წარმონაქმნები  დაიმზირებიან როგორც მაღალი ოპტიკური სიმკვრივის არეები. ხელსაწო საშუალებას იძლევა მოვახდინოთ  მცირე ზომის კიბოვანი წარმონაქნების ვიზუალიზაცია (რამოდენიმე მილიმეტრი). ამრიგად, ხელსაწყო საშუალებას იძლევა მოხდეს პროსტატის კიბოს დეტექტირება ადრეულ სტადიაზე.

როგორც აღვნიშნეთ შექმნილი ხელსაწყო ჯერჯერობით გამოყენებულია იზოლირებულ პროსტატებზე. 

სამეცნიერო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას, რათა ხელსაწყოს გამოყენებით მოხდეს პროსტატის კიბოს დეტექტირება უკვე ცოცხალი ადამიანის პირობებში.  

პროექტის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალებში: 1. International Journal of Research Studies in Medical and Health Sciences Volume 1, Issue 1, 2016, PP 34- 38

სტატიის სათაური „Near Infrared Transillumination Technology as Additional Tool for Prostate Cancer Detection in vitro after Prostatectomy ვებ გვერდი: http://www.ijrsmhs.com/pdf/v1-i1/6.pdf

და  2. Journal of Nephrology & Therapeutics, სტატიის სათაური: „Possibility of using near infrared irradiation for prostate cancer imaging“. ვებ გვერდი: https://www.omicsonline.org/conference-proceedings/2161-0959-C1-035-003.pdf