შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

დაბალი ღირებულებისა და კონკურენტუნარიანი სპორების წარმომქმნელი პრობიოტიკების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება და კომერციალიზაცია

პროექტი № AR/106/7-280/14 (2015-2017),  გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსი, ხელმძღვანელი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ელისაშვილი, მონაწილეები - აკადემიური დოქტორები ევა ქაჩლიშვილი, თამარ ხარძიანი, ვიოლეტა ბერიკაშვილი,მაია ხუციშვილი - მაისურაძე, ფონდიდან მოთხოვნლი თანხის რაოდენობა შეადგენდა 119 990 ლარს.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა დაბალი ღირებულებისა და კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიის შემუშავება პრობიოტიკული პრეპარატების მისაღებად და მათი გამოყენება მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში, როგორც ბუნებრივი დამცავი ბარიერის ცხოველებსა და ინფექციურ აგენტებს შორის, რაც ყველაზე რეალური ბუნებრივი ალტერნატივაა ტრადიციული ანტიბიოტიკებით თერაპიისა, ცხოველთა პროდუქტიულობის გაძლიერებისა და პროდუქციის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.

გამოყენებული იქნა სპორების წარმომქმნელი Bacillus subtilis  KATMIRA 1933 და Bacillus amyloliquefaciens B-1895. ფუნდამენტურმა კვლევებმა პირველად გამოავლინეს ბაქტერიების ფიზიოლოგიური თავისებურები მცენარეული სუბსტრატების სიღრმული და მყარფაზოვანი ფერმენტაციის პირობებში. დადგინდა კულტივირების პირობები (ზრდის სუბსტრატი, ნახშირბადის და აზოტის წყარო და მათი კონცენტრაციები, სპეციფიური დანამატები და სტიმულატორები), რომლებიც უზრუნველყოფენ სპორების მაღალ გამოსავლიანობას. შედეგად, მიღწეული იქნა მსოფლიოში სპორების უმაღლესი  გამოსავლიანობა: 1011/მლ - სიღრმული ფერმენტაციისას, 1012/გ სუბსტრატზე - მყარფაზოვანი ფერმენტაციისას. ბაცილების კულტივირება მასშტაბირებული იქნა 7 ლიტრიან ლაბორატორიულ ფერმენტიორში (სიღრმული კულტივირება) და საპილოტო დონემდე მყარფაზოვანი ფერმენტაციისას. დამზადებული პრობიოტიკული პრეპარატები ტესტირებული იქნა როგორც საკვები დანამატი მეფრინველეობისთვის და მეცხოველეობისთვის. ანტიბიოტიკებთან შედარებით პრობიოტიკული პრეპარატები ზრდიდა ბროილერის პროდუქტიულობას, ამცირებდა საკვების ხარჯს და ფრინველის დაცემას და საერთო ჯამში ზრდიდა ევროპულ ინდექსს.

შექმნილი პრობიოტიკების წარმოების დაბალი ღირებულების და კონკურენტუნარიან ტექნოლოგიებს ფლობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ინსტიტუტი. ამჟამად მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია ტექნოლოგიების კომერციალიზაციისთვის ახლად შექმნილ ბიოტექნოლოგიურ წარმოებაში.

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგენილ იქნა  საერთაშორისო კონფერენციებზე (ბიოტექნოლოგიის მე-17 ევროპულ კონგრესზე, კრაკოვი, პოლონეთი, 2016; პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების საერთაშორისო კონფერენციაზე,  ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2017) და სამ სტატიაში რეცენზირებად ჟურნალებში.