„გარეშე ფაქტორებით ტრიგერირებული მეწყრების ლაბორატორიული და მათემატიკური მოდელირება. საველე კვლევები“
- პროექტის ხელმძღვანელი: ნოდარ ვარამაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
-
ძირითადი პერსონალი:
ვიქტორ ჩიხლაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
მარინა დევიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
დიმიტრი ტეფნაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, მეცნიერებათა მაგისტრი
წარმოდგენილი სამუშაოს საბოლოო მიზანი არის მეწყრის მომზადების პროცესის დინამიკის ყოვლისმომცველი გამოკვლევა. კერძოდ, ლაბორატორიული ცდებით და რიცხვითი მოდელირებით, ჩვენ გვინდა შევაფასოთ გარეშე სუსტი ზემოქმედების ან გავლენის (ანუ, ტენიანობის, სეისმური რყევის, ტემპერატურის და სხვა პარამეტრების ცვლილებით) ეფექტი მეწყერის და სეისმური პროცესის მოხდენის ალბათობაზე.
დასახული ამოცანების შესასრულებლად აწყობილი იქნა დანადგარი, სადაც შესაძლებელია არათანაბარი ხახუნის (სტიკ-სლიპის) პროცესის მოდელირების ექსპერიმენტების ჩატარება ზამბარა-მცოცის მოდელზე. სისტემა შედგება უძრავი და მოძრავი ბაზალტის ბლოკებისაგან. შესაძლებელია აჩქარების და აკუსტიკური ემისიის რეგისტრაცია. გამწევი ძალის სიდიდის ჩაწერა. ასევე შესაძლებელია მატრიგერირებელი ზემოქმედების მოდება უძრავი ფილის რამდენიმე წერილში.
ასევე აწყობილი იქნა ბურიჯ-კნოპოვის ექსპერიმენტული დანადგარი. ბურიჯ-კნოპოვის დანადგარი წარმოადგენს რამდენიმე ბაზალტის მცირე ზომის ფილას, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია ზამბარებით. ეს ფილები შეიძლება ვასრიალოთ დიდი ზომის უძრავ ბაზალტის ფილაზე. თითოეული მცირე ზომის ფილა ზამბარით დაკავშირებულია ზედა პლატფორმასთან, რომელიც შეიძლება ავამოძრავოთ გარკვეული სიჩქარით და მასთან ერთად ავამოძრავოთ მცირე ზომის ფილები.
გაკეთდა დახრილი ექსპერიმენტული დანადგარი. აღნიშნულ დანადგარზე ასევე შესაძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება უძრავ ბაზალტის ფილაზე, მოსრიალე მცირე ბაზალტის ფილებით. შესაძლებელია დანადგარის დახრის კუთხის ცვლა 10°-დან 50°-მდე. აწყობილი იქნა ასევე მეწყრის მოდელირების დახრილი დანადგარი. ამ დანადგარზე დახრის კუთხის ცვლილების დიაპაზონია 0°-დან 80°-მდე. დანადგარზე დამონტაჟებულია კიუვეტი, რომელშიც ვათავსებდით ქვიშას ან სხვადახვა მეწყრულ მასალებს და ვიკვლევდით დასრიალების ტრიგერირების პირობებს. აღმოჩნდა, რომ ზომიერი დასველების პირობებში კრიტიკული დასრიალების კუთხე იზრდება.
ჩატარდა ლაბორატორიული სამუშაოები აკუსტიკური ემისიის საშუალებით მეწყრების კვლევაზე. ჩატარებულია სტიკ-სლიპის პროცესის მათემატიკური და რიცხვითი მოდელირების სამუშაოები. ჩატარებული იქნა ასევე საველე გეოფიზიკური კვლევები საქართველოს რამდენიმე მეწყერზე, კერძოდ, ხოკოს, გომბორის, მუხათგვერდის მეწყრებზე. შემუშავდა მეწყრის მათემატიკური მოდელი, უსაფრთხოების კოეფიციენტის (FS) გამოთვლის მეთოდები. შეფასდა რამდენიმე მეწყრის უსაფრთხოების კოეფიციენტები. შეფასდა ტრიგერირების პირობები გარეშე პერიოდული ზემოქმედების და ტენიანობის ცვლილების შემთხვევებში.
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ ტრიგერირების ფიზიკური მექანიზმი გვჭირდება ტრიგერირების უფრო ძლიერი წყარო და ცდების განხორციელება სხვადასხვა ექსპერიმენტულ პირობებში.
მიღებული შედეგები პრინციპულად ადასტურებენ მასათა მოძრაობის და სეისმურობის გაკონტროლების შესაძლებლობის პერსპექტივას, შედარებით სუსტი ხელოვნური (ძლიერი ელექტრომაგნიტური იმპულსი, მექანიკური ვიბრაცია) ან ბუნებრივი (მიწისძვრა, ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი, გრიგალი, ...) ზემოქმედებების საშუალებით.