შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

ინოვაციური დროის რეალურ მასშტაბში მომუშავე პოლარიმეტრული მოწყობილობის შემუშავება სხვადასხვა კონსტრუქციებსა და დეტალებში დაძაბული მდგომარეობის განაწილების განსაზღვრისათვის

2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR - 30/22: ინოვაციური დროის რეალურ მასშტაბში მომუშავე პოლარიმეტრული მოწყობილობის შემუშავება სხვადასხვა კონსტრუქციებსა და დეტალებში დაძაბული მდგომარეობის განაწილების განსაზღვრისათვის”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელის, გიორგი კაკაურიძის ხელმძღვანელობით. კვლევების შედეგად პროექტში შემუშავდა ობიექტებში მექანიკური დაძაბულობების განაწილების რაოდენობრივი განსაზღვრის, რეალურ დროში მომუშავე პოლარიმეტრიული მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ობიექტის ზედაპირიდან არეკვლილი სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის განსაზღვრაზე.

პოლარიზაციის მდგომარეობის მაანალიზებელ ელემენტად გამოიყენება მხოლოდ ერთი, ავტორების მიერ შემუშავებული ინტეგრალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტი, რომელიც იძლევა  სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის სრული ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას რეალურ დროში, ელემენტზე ფორმირებული დიფრაგირებული კონების ინტენსიობების ერთდროული გაზომვის გზით, სტოქსის ოთხივე პარამეტრის განმსაზღვრელად, შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

ჩატარდა სხვადასხვა მასალებისაგან დამზადებულ ნიმუშებში მექანიკური ერთღერძიანი და ორღერძიანი დაძაბულობებისა და მათი ზედაპირიდან არეკვლილი სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის ცვლილებას შორის კავშირის, აგრეთვე ამ განაწილების დისპერსიის სხვადასხვა დატვირთვაზე დამოკიდებულების ექსპერიმენტული გამოკვლევა და შეიქმნა შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

მეთოდი დისტანციურია, არედესტრუქციული და უნივერსალური, ვინაიდან საშუალებას იძლევა გაიზომოს დაძაბულობა სხვადასხვა მასალებისაგან დამზადებულ კონსტრუქციებში: გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე, ლითონის და დიელექტრიკის. ამ მეთოდის  რეალიზაციისათვის გამოყენებული ხელსაწყო გამორჩეული იქნება კომპაქტურობით,  შედარებითი სიმარტივითა  და  დაბალი ფასით. მეთოდი არ საჭიროებს კონსტრუქციების ფოტოდრეკადობის უნარის მქონე მასალებისაგან დამზადებული გამჭვირვალე მოდელების გამოყენებას, ან აღნიშნული მასალისგან ფირფიტების დაწებებას გამოსაკვლევ კონსტრუქციაზე.   

დაძაბული მდგომარეობის განაწილება პოლადი 45–ის ნიმუშში სხვადასხვა დატვირთვის დროს: 0, 10, 20, 30, 40 kN.

 

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა საერთაშორისო კონფერენციებზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში:

  1. Kakauridze, B.Kilosanidze, T.Kvernadze, G.Kurkhuli "A new real-time polarimetric method for determining the distribution of stressed state in different constructions", Proc. SPIE 9369, Photonic Instrumentation Engineering II, Eds.: Yakov G. Soskind; Craig Olson, 93690U, 2015.
  2. Chaganava, G.Kakauridze, B.Kilosanidze, Yu.Mshvenieradze, “Vector photochromism in polarization-

sensitive materials,“ Optics Letters, vol. 39, No.13, pp. 3841-3844,  2014.

   მომზადდა განაცხადი პატენტზე.