შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

„ქართული ეროვნული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარისა და ნიმუშების დამუშავებით“

2014 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა − „ქართული ეროვნული სამოსის კვლევა ილუსტრირებული ცნობარისა და ნიმუშების დამუშავებით“  №AR/176/3-220/14,   აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნინო დოლიძის ხელმძღვანელობით.

  • პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი

ნინო  დოლიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

 

  • სამეცნიერო ჯგუფის წევრები:

მერაბ დათუაშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ირინა უგრეხელიძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ირინე ჩარკვიანი  - აკადემიური დოქტორი (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

ქეთევან ჩირგაძე --აკადემიური დოქტორი ც);

ლია ლურსმანაშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

გულიკო კვანტიძე - აკადემიური დოქტორი,  საქართველოს ეროვნული  მუზეუმის კოლექციების უფროსი კურატორი.

პროექტში მონაწილეობდა შორენა ჩაფიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი.

  

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ენციკლოპედიური ხასიათის  ილუსტრირებული ქართულ-ინგლისურენოვანი ცნობარის დამუშავება ქართული ეროვნული სამოსის შესახებ, უძველესი წერილობითი წყაროების, იკონოგრაფიული მასალების, საქართველოს  მუზეუმებში დაცული ქართული ეროვნული სამოსის  კოლექციებისა და სამეცნიერო შრომების  შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.

პროექტის შედეგს წარმოადგენს სისტემატიზირებული სამეცნიერო ნაშრომი „ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი“, რომელშიც განხილულია ქართული ეროვნული სამოსის  ჩამოყალიბების პროცესი უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით, მოცემულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსის სახეობები, ფორმები და მათი შედარებითი ანალიზი, აღწერილია სამოსისათვის გამოყენებული მასალები, მათი დამზადების უძველესი ხალხური ტრადიციები და შემკულობა. აღსანიშნავია, რომ ცნობარში ავტორთა ჯგუფის მიერ პირველად არის წარმოდგენილი ეროვნული სამოსის კონსტრუქციები და ტექნოლოგიური დამუშავების სქემები, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისათვის მათი უცვლელი, პირვანდელი სახით გადაცემის საქმეში. ნაშრომს თან ერთვის ქართული ეროვნული სამოსის ტერმინთა ილუსტრირებული, განმარტებითი ლექსიკონი.   

ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი წარმოდგენილია  ქართულ და ინგლისურ ენებზე, შესაბამისად ის ინფორმაციული ხასიათის იქნება ქართული მატერიალური კულტურით დაინტერესებული როგორც ქართველი, ისე უცხოელი საზოგადოებისათვის.

პროექტის ფარგლებში დამუშავებული და გამოცემული იქნა სამეცნიერო მონოგრაფიები:

  1. ქართული ეროვნული სამოსის კვლევა წერილობითი წყაროების, სამუზეუმო ექსპონატებისა და იკონოგრაფიული მასალების მიხედვით, გამომცემლობა აწსუ, ქუთაისი 2016;
  2. ქართული ეროვნული სამოსის კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური დაგეგმარება, გამომცემლობა აწსუ, ქუთაისი  2017;
  3. ქართული ეროვნული სამოსის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა აწსუ, ქუთაისი

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ რეფერირებად საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში და მოხსენებები წარმოდგენილია საერთაშორისო კონფერენციებზე, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.