სომხურ-აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა საქართველოში და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის დინამიკა
29 მარტს, შედგა დისტანციური შეხვედრა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სომხურ-აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა საქართველოში (ქვემო ქართლი) და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის დინამიკა“, რომელიც გამართა კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა, ხელმძღვანელი ლიანა მელიქიშვილი .
ონლაინ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო: პროექტის მსვლელობისას განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა. მონოგრაფია „ეთნიკურ ჯგუფთა ინტეგრაცია ქვემო ქართლში (სომხები და აზერბაიჯანელები)“, ასევე ეთნოგრაფიული ფილმი „მეხსიერების ხატები ინტერეთნიკური ურთიერთობის პრობლემები ქვემო ქართლში.