შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გერმანელი ქართველოლოგი ჰაინც ფენრიხი

 

ჰაინც ფენრიხი  იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა კავკასიოლოგიის მიმართულებით. მისი სადოქტორო ნაშრომის დაცვა 1971 წელს შედგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ჰაინც ფენრიხი  იყო  ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორი, ხელმძღვანელობდა კავკასიოლოგიის მიმართულებას. იენის უნივერსიტეტში ასწავლიდა შემდეგ საგნებს: ახალი ქართული ენა, შესავალი ქართველურ ენებში, შესავალი კავკასიურ ენებში, კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართულიდან გერმანულზე თარგმნის პრაქტიკა, ქართული ენის სასაუბრო კურსი, ძველი ქართული ენა, ქართული ტოპონიმია, ქართველურ ენათა სხვა ენებთან დაკავშირების პრობლემატიკა, ქართული მითოლოგია და სხვა.

ცნობილი ქართველოლოგი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  უცხოელი წევრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჟურნალ „ქართველოლოგის“ სარედაქციო საბჭოს წევრი. 

ჰაინც ფენრიხი არის  50 წიგნისა და 200-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ევროპული ქართველოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივმა გერმანულენოვანმა სამეცნიერო ჟურნალმა „გეორგიკა“. ჟურნალის დამაარსებელი და  მისი უცვლელი რედაქტორი გერმანიის მხრიდან წლების განმავლობაში  ჰაინც ფენრიხი გახლდათ.

მას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, აკაკი შანიძის სახელობის პრემია, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო  პროფესორის წოდება, მარი ბროსეს პრემია,  ანტონ I ბაგრატიონის ოქროს მედალი.

დეტალური ინფორმაცია ჰაინც ფენრიხის  სამეცნიერო საქმიანობის შესახებ იხილეთ

https://www.heinz-faehnrich.de