შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართველოლოგი მანანა ტოფაძე - გოიმანი, ბერნის უნივერსიტეტი

 

მანანა ტოფაძე -  გოიმანი, ქართველოლოგი, ენათმეცნიერი,  მთარგმნელი. 2008 წელს დაამთავრა დოქტორანტურა  იტალიის ქ. პავიის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა დისერტაცია თემაზე "ევიდენციალობის გამოხატვის საშუალებები ქართულში". 2009 წლიდან უძღვება თანამედროვე ქართული ენის კურსს ბერნის უნივერსიტეტში და ძველი ქართული ენის კურსს ფრიბურგის უნივერსიტეტში. იტალიურ ენაზე მის თარგმანებს შორისაა ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილები"  ("Lettere di un viaggiatore", გამომცემლობა "ილ საჯო", იტალია, 2021 წ.) და სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" ("Viaggio in Europa", გამომცემლობა "ილ საჯო", იტალია, 2023 წ.).