„სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ 2016 წლის კონკურსის შედეგები
2016 წლის 5 აგვისტოს „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“კონკურსში დარეგისტრირდა 68 საკონკურსო განაცხადი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 36 საკონკურსო განაცხადი
- ინჟინერია და ტექნოლოგიები - 6 საკონკურსო განაცხადი
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები - 5 საკონკურსო განაცხადი
- აგრარული მეცნიერებები - 5 საკონკურსო განაცხადი
- სოციალური მეცნიერებები - 5 საკონკურსო განაცხადი
- ჰუმანიტარული მეცნიერებები - 3 საკონკურსო განაცხადი
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები - 8 საკონკურსო განაცხადი
2016 წლის 2 სექტემბერს ფონდში გაიმართა ,,სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 12 აგვისტოს N167 ბრძანებით დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შექმნილი საკონკურსო განაცხადების შემფასებელი საკონკურსო კომისია. კომისიამ შეაფასა 68 საკონკურსო განაცხადი ფონდის გენერალური დირექტორის 2016 წლის 07 ივნისის N116 ,,სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის გამართვის წესის“ ბრძანების მე-9 მუხლით ჯილდოზე წარდგენილი საკონკურსო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად და მიიღო გადაწყვეტილება კონკურსში წარდგენილი 68 საკონკურსო განაცხადი შეეფასებინათ შემდეგი სისტემით :
A+ - საუკეთესო
A - ძალიან კარგი
B - კარგი
C - დამაკმაყოფილებელი
საკონკურსო კომისიამ გამოავლინა „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ 2016 წლის კონკურსის ოთხივე ჯილდოს ნომინაციის გამარჯვებულები.