ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსს
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ახალგაზრდა მეცნიერს, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში - დანართი 8):
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- ინჟინერია და ტექნოლოგიები
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
- აგრარული მეცნიერებები
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები
ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა!
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- კონკურსის გამოცხადება - 22 მარტი
- ჯგუფური კონსულტაციები:
- 5 აპრილი 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მისამართი: მ. ალექსიძის ქუჩა #1) - რეგისტრაციის ფორმა
- 28 აპრილი 16:30 სთ. - მ. ალექსიძის ქ.#1-ში, 0 სართულზე, საკონფერენციო დარბაზში - რეგისტრაციის ფორმა
ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!
- კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 მაისი
- კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: 4 აპრილი
- კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 მაისი 16:00 სთ.-ის ჩათვლით
- განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 მაისი 16:00 სთ.-ის ჩათვლით
- პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: მაისი
- პროექტების შეფასება - ივნისი, ივლისი, აგვისტო
- კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი
ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება!!!
დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:
- მინისტრის ბრძანება
- ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
- კონკურსის პირობები (დანართი №1)
- საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი №2) ქართული ვერსია/ ინგლისური ვერსია
- პროექტის ბიუჯეტი (დანათი № 3) ქართული ვერსია/ ინგლისური ვერსია
- პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი № 4) ქართული ვერსია/ ინგლისური ვერსია
- ახალგაზრდა მეცნიერის CV-ის ფორმა (დანართი №5.1) ქართული ვერსია/ ინგლისური ვერსია
- მენტორისა და კონსულტანტის CV-ის ფორმა (დანართი №5.2) ქართული ვერსია/ ინგლისური ვერსია
- მენტორისა და კონსულტანტის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი № 6) ქართული ვერსია/ ინგლისური ვერსია
- პროექტის რეზიუმე (დანართი №7) ქართული ვერსია/ ინგლისური ვერსია
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი№8) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია
- ხშირად დასმული კითხვები
- პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესი
პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია (ელექტრონული ბაზა გაიხსნება 4 აპრილს და დაიდება დეტალური ინსტრუქცია პროექტების ელექტრონულად რეგისტრაციის შესახებ).
პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!
ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები:
ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული).
განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2017 წლის 10 მაისის 16:00 სთ-მდე.
ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება!
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:
ნინო ბიწაძე, ელ.ფოსტა: bitsadze@rustaveli.org.ge
ვაჟა ლომიძე, ელ.ფოსტა: lomidze@rustaveli.org.ge
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!