ფონდი აცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსს
კონკურსის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ასევე, ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში.
დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:
- მინისტრის ბრძანება
- გენერალური დირექტორის ბრძანება
- დანართი 1 - კონკურსის პირობები
- დანართი 2 - საპროექტო წინადადების ფორმა
- დანართი 3 - ავტობიოგრაფია (CV)
- დანართი 4 - განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე
- დანართი 5 - ოქსფორდის უნივერსიტეტთან საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პირის თანხმობის ფორმა
- ხშირად დასმული კითხვები
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
- 2017 წლის 19 აპრილი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
- კონსულტაციების დღეები:
- 11.05.2017 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი,
- 19.05.2017 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი,
- 2017 წლის 5 ივნისი, 18:00 სთ. - პროექტების წარდგენა ფონდში ელექტრონული ფოსტით; ფონდის მიერ სარეგისტრაციო შიფრის მინიჭება ელ.ფოსტით მიღებული პროექტებისთვის და მინიჭებული შიფრის გაგზავნა ელ.ფოსტით პროექტის თითოეული წარმდგენისთვის.
- 2017 წლის 7 ივნისი, 16:00 სთ. - შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმის წარდგენა ფონდის კანცელარიაში.
- 2017 წლის 8-9 ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა;
- 2017 წლის 12-29 ივნისი - პროექტების შეფასება
- 2017 წლის 30 ივნისი - ინტერვიუსთვის შერჩეული კანდიდატებისთვის ფონდიდან შეტყობინების გაგზავნა;
- 2017 წლის ივლისი - ინტერვიუების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან ფონდისა და უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ;
- 2017 წლის ივლისი - კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;
- 2017 წლის ოქტომბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
ნინო გაჩეჩილაძე
ელ-ფოსტა: gachechiladze@rustaveli.org.ge
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!