ფონდი აცხადებს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტი (შემდგომში - გრანტი), როგორც მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების ურთიერთობის ხელშეწყობის შესაძლებლობას. კონკურსის მიზანია უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, კვლევით ინსტიტუტებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა. გრანტი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას. მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელთან ინტეგრაციას.
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსი მოიცავს ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებსა და საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებს (იხ. კლასიფიკატორი ამ ბრძანების დანართი №11) :
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია და ტექნოლოგიები;
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- აგრარული მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი!
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
- ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
კონკურსში შემოსული პროექტები შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია).
გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.
პროექტის მიერ 18 და უფრო დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში (მაქსიმალური 60 ქულის 30 % ან ნაკლები %) პროექტის ხელმძღვანელს და სამეცნიერო ხელმძღვანელს არ შეეძლებათ 2017 წელს გამოსაცხადებელ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება პროექტის ხელმძღვანელის ან სამეცნიერო ხელმძღვანელის სახით.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- კონკურსის გამოცხადება: 25 აპრილი.
- ჯგუფური კონსულტაციები:
- 26 აპრილი 16:00 სთ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G კორპუსის 106-ე აუდიტორია;
- 5 მაისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
- 10 მაისი 16:00 სთ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-ე აუდიტორია (I კორპუსი);
- 11 მაისი 14:00 სთ - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი;
- 16 მაისი 16:00 სთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია;
- 19 მაისი 16:00 სთ - ფონდის სააქტო დარბაზი რეგისტრაცია.
ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!
- კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 მაისი.
- კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით და დეტალური ინსტრუქცია დაიდება ფონდის ვებგვერდზე).
- კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 ივნისი, 00:00 სთ-ის ჩათვლით (იგივე 6 ივნისი, 24:00 საათამდე).
- განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 9 ივნისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით. (გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის ფარგლებში დამოუკიდებელ ექსპერტებთან შეფასებაზე გაიგზავნება 7 ივნისის 00:00 საათზე ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული ინფორმაცია)
- პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი
- შეფასება - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.
- კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი - ოქტომბერი.
ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება!!!
დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:
- მთავრობის დადგენილება (№ 88, 16.02.2011)
- ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
- ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში
- ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში
- კონკურსის პირობები (დანართი №1)
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი(დანართი №11) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია
- პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია (ელექტრონული ბაზა გაიხსნება მაისში და დაიდება დეტალური ინსტრუქცია ბაზაში მუშაობის შესახებ)
- ხშირად დასმული კითხვები
ბიუჯეტის მართებულად შესავსებად ისარგებლეთ:
- სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია (დანართი № 12)
- „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება; https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ფონდში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგება ორი ნაწილისგან:
ა) პროექტის შინაარსი, რომელიც იტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: პროექტის თავფურცელი (დანართი №2), საპროექტო წინადადება (დანართი № 3), პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის CV-ები (დანართი №4), პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება (დანართი №5), პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი №6), პროექტის რეზიუმე (დანართი №7), პროექტის ხელმძღვანელის წინა, დასრულებული კვლევითი პროექტის რეზიუმე (დანართი №8) წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია (დანართი №9). იგივე ნაწილის ქართული ვერსია იტვირთება ელექტრონულ ბაზაში გაერთიანებული PdF ფაილის სახით.
ბ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PdF ფაილის სახით. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ამავე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, ან პასპორტი) და მათი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომი, ან დოქტორანტი/მაგისტრანტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ორგანიზაციიდან), თანადამფინანსებელი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) თანადაფინანსების თანხმობის წერილი თანხის მითითებით.
ინგლისურ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) პროექტის თავფურცელი / Cover Page - (დანართი № 2);
ბ) საპროექტო წინადადება / Project Proposal Form - (დანართი № 3);
გ)პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის და ძირითადი პერსონალის CV-ები / CVs - (დანართი №4);
ე) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი / Project Timeframe - დანართი №6;
ვ) პროექტის რეზიუმე / Project Summary - დანართი №7;
დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ განხილული იქნება ინგლისურ ენაზე შევსებული ზემოაღნიშნული დოკუმენტები - № 2-9 დანართები.
საპროექტო წინადადების ინგლისური ვერსიის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს(დანართი №3), ხოლო საპროექტო წინადადების (დანართი №3), პროექტის საერთო ბიუჯეტის/ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთების (დანართი №5) და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის(დანართი №6) ინგლისური ვერსია ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 17 გვერდს.
წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი არ განიხილება!!!
ქართულ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პროექტის თავფურცელი (დანართი №2)
- საპროექტო წინადადება(დანართი №3)
- პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის CV-ები (დანართი№4)
- პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება (დანართი№5)
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი(დანართი №6)
- პროექტის რეზიუმე (დანართი№7)
- პროექტის ხელმძღვანელის მიერ წინა 3 წლის განმავლობაში, მინიმუმ ძირითადი პერსონალის სახით, განხორციელებული და დასრულებული, ერთი სამეცნიერო კვლევითი პროექტის რეზიუმე (დანართი №8
- ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ (დანართი №9)
- პროექტის წარმდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადების ფორმა (დანართი №10)
დამატებით ქართულ ენაზე ერთ PDF ფაილად წარმოსადგენი
იურიდიული დოკუმენტები:
ა) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლები;
ბ) სამეცნიერო ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები - დიპლომების ასლები;
გ) პროექტში მონაწილე წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაცი(ებ)ის იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გაცემული 2016 წელს და წესდება), იმ შემთხვევაში თუ ის(ისინი) არ წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
დ) თანადამფინანსებელი იურიდიული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული თანადაფინანსების საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თანადამფინანსებელი უცხოური ორგანიზაციის შემთხვევაში აუცილებელია დოკუმენტის თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა;
ე) თანადამფინანსებელი ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი თანადაფინანსების საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ თანადამფინანსებელი უცხოეთის მოქალაქეა, აუცილებელია დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა;
ვ) თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოური ორგანიზაცია ან/და უცხოეთის მოქალაქეა, აუცილებელია დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.
პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!
ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ - დანართი N10 (შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ(ებ)ით დადასტურებული) და პროექტის თავფურცელი - დანართი N2 პროექტის ელექტრონული რეგისტრაციისა და რეგისტრაციის შიფრის მიღების შემდეგ.
განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 9 ივნისს 16:00 სთ-მდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:
ლოლიტა შენგელია
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07)
ელ-ფოსტა: l_shengelia@rustaveli.org.ge
დავით ჩიჩუა
ელ-ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge
ბიუჯეტში სტრიქონების დამატების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ლაშა კელიხაშვილს ელექტრონულ ელ-ფოსტაზე:
kelikhashvili@rustaveli.org.ge
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!