შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2022 წლის საგრანტო კონკურსის „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ მეორე ლოტს

კონკურსის სახელწოდება

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მეორე ლოტი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები

 

კონკურსის აბრევიატურა MG-ISE

 

კონკურსის მიზანი

ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის ხელშეწყობა.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი           ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანებით დადგენილი საგრანტო კონკურსის დებულებით განსაზღვრულ მეორე ლოტში - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზება.

 

ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს:

  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
  • სეზონური სკოლის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
  • კომბინირებული ღონისძიების (კონფერენცია და სეზონური სკოლა ერთად) ორგანიზებისთვის 60 000 ლარს.

ღონისძიების განხორციელების პერიოდი: 2022 წლის 1 მაისი – 2023 წლის 31 ოქტომბერი

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

კონკურსის განრიგი და ვადები:

2022 წლის 4 თებერვალი - კონკურსის გამოცხადება;

10 თებერვალი   საკონსულტაციო შეხვედრა;

21 თებერვალი 15:00 საათი - ჯგუფური კონსულტაცია 

 

23 თებერვალი  - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

10 თებერვალი - 1 მარტი, 18:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის ვადები GMUS-ში;

9 მარტი, 16:00 საათი - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;                                               

მარტი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა);

აპრილი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

აპრილი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.

 

რეკომენდებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  1. კონკურსის პირობები (დანართი №1);
  2. პროექტის თავფურცელი (დანართი №2, ივსება GMUS-ში);
  3. საპროექტო წინადადება (დანართი №3);
  4. პროფესიული ბიოგრაფია - CV (დანართი №4, ივსება GMUS-ში და შემდეგ გენერირდება);
  5. პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე (დანართი №5);
  6. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი №6, ივსება GMUS-ში);
  7. პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი №7, ივსება GMUS-ში);
  8. ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი №8;
  9. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №9, გენერირდება GMUS-დან);
  10. ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი №10);
  11. სამეცნიერო კლასიფიკატორი (დანართი №11);
  12. შეფასების კრიტერიუმები;

 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით mg@rustaveli.org,ge 23/02/2022 - ის ჩათვლით.

 

კოორდინატორი:

თორნიკე სხირტლაძე

577-711-765

 

იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელფოსტაზე: mg@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!