შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2022 წლის სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობ სამეცნიერო კვლევით საგრანტო კონკურსს

კონკურსის აბრევიატურა: SL

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნას, რომლებიც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ენის დაცვას, განვითარებას, სრულფასოვან ფუნქციონირებასა და პოპულარიზაციას. დაფინანსებული სამეცნიერო კვლევა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ენის წინაშე არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სტანდარტიზაცია (ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და დარგობრივი ტერმინოლოგიის განახლება; სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციისათვის ელექტრონული რესურსების შექმნა); ქართველური ენობრივი მრავალფეროვნებისა და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენების დოკუმენტირება; ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და დისტანციური სწავლების საშუალებების შექმნა; ენობრივი ტექნოლოგიების განვითარება; სახელმწიფო ენის ფუნქციონირების დაცვა ინტერნეტ სივრცეში, ქართულენოვანი ინტერნეტის განვითარება; ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაცია.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

2022 წლის 29 აგვისტოდან - 7 ოქტომბრის  18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2022 წლის 12 ოქტომბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

ოქტომბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

ნოემბერი  – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ნოემბერი-დეკემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

დეკემბერი – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

დეკემბერი - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

22 აგვისტო, 22 სექტემბერი - 14:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები 

 

30 სექტემბერი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  2022 წლის 16 ივნისის №74/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 4 აგვისტოს N149 ბრძანება
  • კონკურსის პირობები (დანართი 1)

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი N2) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი N3)
  • პროფესიული ბიოგრაფია (ნიმუში, დანართი N4) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირთება პროექტის რეგისტრაციისას
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი N5- GEO/ENG)
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი N6) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი N7) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი N8- GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან, პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი N10)

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე SL@rustaveli.org.ge

 

კოორდინატორები:

ქეთევან გორგაძე - +(995 32) 2 200 220   შიდა ნომერი 44 09

568 88 37 57 - გთხოვთ, დარეკოთ სამუშაო საათებში

თამარ ბოკუჩავა

 

 

 

გისურვებთ წარმატებებს!