შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები

2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსზე დარეგისტრირდა 108 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 106  პროექტი.  შეფასების ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება განხორციელდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად, რაც გულისხმობდა:

  1. თითოეული პროექტის პირველადი შეფასება ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;
  2. ახალგაზრდა მეცნიერის შეპასუხება პირველად შეფასებაზე (ე.წ. Rebuttal);
  3. თითოეული პროექტის პანელური შეფასება ექსპერტთა ჯგუფების მიერ პირველადი შეფასებისა და ახალგაზრდა მეცნიერის შეპასუხების გათვალისწინებით.

ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე რანჟირებული სიების შედგენა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის  N125  ბრძანებით დამტკიცებული 2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების  კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშებისა  და დაფინანსების წესების  შესაბამისად. დასაფინანსებლად შეირჩა 33 პროექტი.

 

იხილეთ: 

  • ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 16 დეკემბრის  N226 ბრძანება  2022  წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ. 
  • გამარჯვებული პროექტების სია

 

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის  ვადაში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!