2022 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
2022 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 51 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 40 პროექტი.
2022 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შეფასება განხორციელდა ორ ეტაპად. პირველი ეტაპის - ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის შეფასება განხორციელდა ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ხოლო მეორე ეტაპის - პროექტის სამეცნიერო შეფასება განხორციელდა საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფების მიერ.
ექსპერტთა ჯგუფების მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე რანჟირებული სიების შედგენა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის N 227 ბრძანებით დამტკიცებული გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენის წესის შესაბამისად. დასაფინანსებლად შეირჩა 26 პროექტი.
იხილეთ:
- ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 20 დეკემბრის N 233 ბრძანება 2022 წლის გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
- გამარჯვებული პროექტების სია
- რანჟირებული სიები კვლევების ტიპების მიხედვით
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!