შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2023 წლის საგრანტო კონკურსის „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების“ მეორე ლოტს

 

კონკურსის სახელწოდება

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მეორე ლოტი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები

 

კონკურსის აბრევიატურა MG-ISE

 

კონკურსის მიზანი

ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის ხელშეწყობა.

 

 

საპროექტო განაცხადი ტიპი                 ინსტიტუციური

 

 

კონკურსის ძირითადი პირობები

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანებით დადგენილი საგრანტო კონკურსის დებულებით განსაზღვრულ მეორე ლოტში - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზება.

 

ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს:

  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
  • სეზონური სკოლის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
  • კომბინირებული ღონისძიების (კონფერენცია და სეზონური სკოლა ერთად) ორგანიზებისთვის 60 000 ლარს.

ღონისძიების განხორციელების პერიოდი: 2023 წლის 1 აგვისტო – 2024 წლის 11 დეკემბერი

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

კონკურსის განრიგი და ვადები:

2023 წლის 7 მარტი - კონკურსის გამოცხადება;

14 მარტი, 14:00 საათი - ჯგუფური კონსულტაცია; დასასწრებად გადადით ბმულზე  
23 მარტი, 15:00 საათი - ჯგუფური კონსულტაცია, დასასწრებად გადადით ბმულზე  

11 აპრილი  - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

10 მარტი - 18 აპრილი, 16:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის ვადები GMUS-ში;

25 აპრილი 16:00 საათი - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;                            

აპრილი-მაისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა);

მაისი-ივნისი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

ივნისი-ივლისი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.

 

რეკომენდებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  1. კონკურსის პირობები (დანართი №1);
  2. პროექტის თავფურცელი (დანართი №2, ინფორმაცია ივსება GMUS-ში);
  3. საპროექტო წინადადება (დანართი №3);
  4. პროფესიული ბიოგრაფია - CV (დანართი №4, ივსება GMUS-ში და შემდეგ გენერირდება);
  5. პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე (დანართი №5);
  6. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი №6, ივსება GMUS-ში);
  7. პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი №7, ივსება GMUS-ში);
  8. ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი №8;
  9. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №9, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდგომ);
  10. ბიუჯეტის კლასიფიკატორი (დანართი №10);
  11. სამეცნიერო კლასიფიკატორი (დანართი №11);
  12. შეფასების კრიტერიუმები;

 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით mg@rustaveli.org,ge 11/04/2023 - ის ჩათვლით.

 

კოორდინატორები:

 

ნათია პაპავა: 577 173 325

თორნიკე სხირტლაძე: +(995 32) 2 200 220 (4133)

 

იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელ. ფოსტაზე: mg@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!