შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2023 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსს

 

კონკურსის აბრევიატურა: OTG

კონკურსის მიზანი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

22 თებერვლიდან 20 მარტის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

23 მარტის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

აპრილი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

აპრილი-მაისი  – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

მაისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

მაისი  – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ივნისი - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

20 თებერვალი - 14:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია

16 მარტი - 14:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია , დასასწრებად გადადით ბმულზე : https://us04web.zoom.us/j/5977352291?pwd=Wi9mK3dzNTc1ejBwUGhkelE3RGRBZz09

Meeting ID: 597 735 2291
Passcode: 470662

 

17 მარტი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3)
  • პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირდება პროექტის რეგისტრაციისას
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- (GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  (დანართი 8 - (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან, პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12) - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება (დანართი 13)
  • პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16) - ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17) - ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- GEO/ENG)
  • პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები - დანართი 14 (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე otg@rustaveli.org.ge

 

კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

568 88 37 57

otg@rustaveli.org.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!